ჩვენ შესახებ
Studio 72 დაარსდა 2007 წელს თბილისში და მას შემდეგ წარმატებით თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან, სააგენტოებთან და კრეატიულ გუნდებთან.
ჩვენ ვართ პროფესიონალების გუნდი საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც ქმნის უმაღლესი ხარისხის სრულ ვიდეოპროდაქშენის პროცესს და შთამბეჭდავ ვიზუალებს.
ჩვენი სტუდიის მიზანი
(01)
ჩვენი მიზანია შევქმნათ ვიზუალური კონტენტი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ინარჩუნებს ავთენტურობას და ეფექტურად გადმოსცემს ბრენდის იდენტობასა და ღირებულებებს.
(02)
და რა თქმა უნდა, ვიყოთ სანდო კრეატიული პარტნიორი ბრენდებისა და ორგანიზაციებისთვის — მაღალი ხარისხის, სტრატეგიულად გამართული და ვიზუალურად გამორჩეული ვიდეო გადაწყვეტებით.
მრავალწლიანი პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას სწრაფად გავიგოთ პროექტის მიზანი, სწორად დავგეგმოთ წარმოების პროცესი და შევქმნათ შედეგი, რომელიც ზუსტად პასუხობს დამკვეთის მიზნებს.
500 +
გადაღებული კომერციული ვიდეო
20 +
წლის გამოცდილება
100 +
სრული ვიდეოპროდაქშენი და მენეჯმენტი